სირიის საკითხთან დაკავშირებით მორიგი სამიტი 25-26 აპრილს ნურსულთანში გაიმართება

თურქეთის, რუსეთის და ირანის გარანტორებით დაწყებული „ასატანის პროცესი“ 2017 წლის იანვრის თვეში დაიწყო და დღემდე წარმატებულად აგრძელებს მუშაობას

1184347
სირიის საკითხთან დაკავშირებით მორიგი სამიტი 25-26 აპრილს ნურსულთანში გაიმართება

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული  წერილობითი განცხადების თანახმად,   სირიის საკითხთან დაკავშირებით გასამართი  რიგით  მე-12  სამიტი  გარანტორი ქვეყნის, თურქეთის, რუსეთის და ირანის წარმომადგენლებთან ერთად ასადი რეჟიმის და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით ყაზახეთის დედაქალაქ,  ნურსულთანში 25-26 აპრილს გაიმართება. შეხვედრაზე, რომელზეც გაეროს და იორდანიის წარმომადგენლები დამკვირვებლის პოზიციაში მიიღებენ მონაწილეობას, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე შეტაკებები, მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, სამოქალაქო ომის შემდგომი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები და სხვა საკითხები იქნება განხილული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარანტორი ქვეყნების, ასადის რეჟიმის და ოპოზიციის წარმომადგენლები,  შეხვედრამდე 1 დღით ადრე ტექნიკურ დონეზე გამართავენ შეხვედრას, რომელზეც  სირიის კონსტიტუციის ჩამოყალიბების და მომდევნო შეხვედრაზე ახალი სადამკვირვებლო ქვეყნების ვინაობას  დაადგენენ. შეხვედრაზე ასევე სირიაში დაკავებულთა გათავისუფლების, დაკარგულთა ძიების  და დაღუპულთა დაკრძალვის საკითხებზე იმსჯელებენ. თურქეთის, რუსეთის და ირანის გარანტორებით დაწყებული „ასატანის პროცესი“ 2017 წლის იანვრის თვეში დაიწყო და დღემდე წარმატებულად აგრძელებს მუშაობას.



მსგავსი ინფორმაციები