საფრანგეთში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ

საფრანგეთში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ

1180257
საფრანგეთში ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ

საფრანგეთში ცენტრისტული მემარჯვენე რესპუბლიკელთა პარტიის ეროვნული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი კრისტიან ჟაკობი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგების ნდობა და პატივისცემა დაკარგა და საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.  
 

ჟაკობმა თანამდებობის მოსვლის დღიდან დღემდე მაკრონის მიერ წარმოებული პოლიტიკა გააკრიტიკა.

მისივე თქმით, მაკრონს გამიზნული აქვს მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება, თუმცა ქვეყენა უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და პრეზდენტმა ფრანგების ნდობა და პატივისცემა დაკარგა.
 

ჟაკობმა აღნიშნა, რომ არჩევნები პრეზიდენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობის მაჩვენებელი ერთადერთი გზაა და ამის გამო საჭიროა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.
 



მსგავსი ინფორმაციები