ჰოლანდიაში 1 ქურთი ტერორისტი დააკავეს

მას ბრალად ედება სირიის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა

1175984
ჰოლანდიაში 1 ქურთი ტერორისტი დააკავეს

 

ჰოლანდიის პროკურატურის ინფორმაციით, გასულ კვირას, ამსტერდამის შიპჰოლის აეროპორტში, ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK-ს წევრი 1 ტერორისტი დააკავეს, რომელსაც ბრალი ედება სირიის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა. ამავე ინფორმაციით, 24 წლის ხსენებული ტერორისტი ჰააგაში ცხოვრობს და 2016 წელს საფრანგეთზე გავლით ჩასულა სირიაში. პროკურატურას უკვე ხელთ აქვს მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს სირიაში, სატელევიზიო პროგრამა EenVandaag-სათვის ინტერვიუს მიმცემ ნიღბიან პირს სწორედ ეს ტერორისტი წარმოადგენს. ამ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ სირიის ქალაქ რაკაში, YPG / PKK-ს რიგებში ებრძოდა დეაშელებს. ჰოლანდიაში დაკავებული ქურთ ტერორისტს 2 კვირით გაუგრძელეს წინასწარი პატიმრობის ვადა



მსგავსი ინფორმაციები