ქაბულში ნევრუზის ბაირამის  აღნიშვნისას სამი აფეთქება მოხდა

არის მსხვერპლიც

1167894
ქაბულში ნევრუზის ბაირამის  აღნიშვნისას სამი აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ნევრუზის ბაირამის  აღნიშვნისას სამი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც წინასწარი მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კარტე-ი საჰის რაიონში მოხდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წინასწარ დანაღმული სამი ბომბი ნევრუზის ბაირამთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების დროს აფეთქდა რა დროსაც  6 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.



მსგავსი ინფორმაციები