ქაშმირი: დიდი ტკივილი

აქტუალური თემის ანალიზი 10/2019

1158048
ქაშმირი: დიდი ტკივილი

აქტუალური თემის ანალიზი 10/2019

ერი,  დამცირება და პოლიტიკა

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

მიმდინარე კვირის პროგრამაში ორ ბირთვულ სახელმწიფოს, ანუ, ინდოეთ-პაკისტანის დაძაბულობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.  ინდოეთ-პაკისტანს შორის დაძაბულობამ პიკს, მიმდინარე წლის  14 თებერვალს  ქაშმირში,  ინდოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში პოლიციის განყოფილებაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ  მიაღწია. აღნიშნული თავდასხმის დროს 44 ადამიანი დაიღუპა. ნიუ-დელის მთავრობამ ქაშმირში  მომხდარ თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა. ინდოეთმა კი 26 თებერვალს განაცხადა, რომ პაკისტანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ საჰაერო იერიში მიიტანა. ამის შემდეგ კი პაკისტანმა ინდოეთის კუთვნილი ორი სამხედრო თვითმფრინავი  საჰაერო სივრცის დამრღვევის საბაბად  ჩამოაგდო, რის შემდეგაც ტყვედ აყვანილი ერთი პილოტი პაკისტანმა ინდოეთს „მშვიდობის ჟესტად“ გადასცა.

კარგით მაგრამ რატომ მაინც და მაინც ქაშმირი?

კლასიკური ინგლისური მეთოდი

ერთი  ინდური ანდაზა ამბობს: „თუ დავინახავთ, რომ მდინარეში ორი თევზი ჩხუბობს, უნდა მივხვდეთ, რომ ცოტა ხნის წინ მასში  გრძელფეხება ინგლისელმა  გაიარა.“  ქაშმირი გახლავთ ტერიტორია, რომელიც ადრე ინგლისის მიერ იყო ოკუპირებული. ინგლისელების  მთავარი მეთოდი კი ის გახლავთ, რომ ტერიტორიები, რომლებიც  ადრე მათ ოკუპაციაში იყო და მიატოვეს, საჭიროების შემთხვევაში მასზე რეაგირება მოახდინონ.  ინდოეთის ქვეკონტინტი 1857 წლამდე წარმოშობით თურქი სულთნების მიერ იმართებოდა. ბაბურთა ბოლო შახის ბაჰადურის 1857 წელს ინგლისთან მარცხის შემდეგ ინდოეთის ქვეკონტინენტზე წარმოშობით თურქი სულთნების მმართველობა დასრულდა. ინგლისელების მიერ 90 წლიანი მმართველობის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია ინდოეთად, პაკისტანად და ბანგლადეშად იქნა დაყოფილი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებში ინგლისური,  ოფიციალურ ენად არის გამოცხადებული. 

1947 წელს მაშინ როდესაც ინდოეთმა და პაკისტანმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, უმრავლესობა მუსლიმანებით დასახლებული ტერიტორიები პაკისტანს, ხოლო უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარი ხალხით დასახლებული ტერიტორიები ინდოეთს გადაეცა. რაც შეეხება ქაშმირს, სადაც 90% მუსლიმი ცხოვრობს, პაკისტანზე გადაცემის საკითხი ინგლისელების მიერ იქნა დაბლოკილი. ქაშმირის მომავალი, ადგილობრივების გადაწყვეტილებაზე იქნა დატოვებული. მას შემდეგ ამ რეგიონში არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი სწორედ რომ ინგლისი გახლავთ. 1947 წელს ქაშმირის მოსახლეობის უმრავლესობამ პაკისტანზე მიერთების გადაწყვეტილება მიიღო მაგრამ, პროცესი ისე განვითარდა, რომ ქაშმირის იმ დროინდელმა მმართველმა, რომელიც ინდუიზმის მიმდევარი გახლდათ, რეგიონის  ინდოეთზე გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ქაშმირის მოსახლეობამ რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგა მაგრამ, რეგიონის მმართველმა ინდოეთისგან დახმარება ითხოვა რის შემდეგაც ამ რეგიონში ინდოეთის ჯარები შევიდნენ. ამის შემდეგ კი მსგავსი ნაბიჯი იქნა გადადგმული პაკისტანის ჯარებისგანაც რა, ორ ქვეყანას შორის პირველი კონფლიქტიც სწორედ რომ 1947 წელს მოხდა.

მხარეებს შორის ეს პირველი კონფლიქტი, გაეროს შუამდგომლობით 1949 წლის იანვრის თვეში დასრულდა.  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით ორივე ქვეყანას ქაშმირიდან სამხედროები უნდა გაეწვია და რეგიონის ბედი, გაეროს ზედამხედველობით რეფერენდუმის შედეგად უნდა დადგენილიყო. მაგრამ, ინდოეთის წინააღმდეგობის გამო  რეგიონში რეფერენდუმი დღემდე არ ჩატარებულა. ინდოეთმა მის კონტროლ ქვეშ მყოფ ტერიტორიებს, „ჯამუ და ქაშმირი“ უწოდა რა, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებს მიუერთა. პაკისტანმა კი მის კონტროლ ქვეშ მყოფ ტერიტორიებს „აზად-ქაშმირი“ უწოდა და მას ავტონომიის სტატუსი მიანიჭა. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ქაშმირის თაობაზე 1965 და 1999 წლებში ისევ მოხდა კონფლიქტი.

1962 წელს, ჩინეთ-ინდოეთს შორის ომის შემდეგ კი ქაშმირის ერთი ნაწილი ჩინეთის კონტროლში გადავიდა. დღეისათვის კი ქაშმირის 45%-ს ინდოეთი, 35%-ს პაკისტანი, ხოლო 20%-ს ჩინეთი აკონტროლებს. ინგლისის პოლიტიკიდან გამომდინარე ქაშმირში პერიოდულად მომხდარი კონფლიქტების შედეგად დღემდე 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,5 მილიონმა კი მიგრაციაში წავიდა.

შესაძლებელია თუ არა გამოსავალი?

პირველ რიგში დღეს არსებული მდგომარეობის დასტაბილურებაა საჭირო. ინდოეთი, პაკისტანს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. პაკისტანი კი აცხადებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა საკითხში თანამშრომლობისთვის მზად არის. ეს კი დადებითი ნაბიჯია.

პაკისტანი, ქაშმირის პრობლემის,   გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1948 წელს მიღებული რეფერენდუმის გადაწყვეტილების ფარგლებში მოგვარებას ითხოვს. ინდოეთი კი რადგან ქაშმირის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმანები არიან, ამ შეთავაზებას არ თანხმდება. ამიტომ, ქაშმირზე კონტროლის დამყარებას არმიის გამოყენებით ცდილობს. თურქეთი ამ საკითხთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას უჭერს მხარს.  ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობების ან კიდევ გარე ძალებზე დამოკიდებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს. ამიტომ კრიზისის  მოგვარების ერთ-ერთი გზა, ხალხის ამ საკითხში ჩართულობა და რეფერენდუმი გახლავთ. მეორე გამოსავალი კი ქაშმირის ცალკე დამოუკიდებელ სახელმწოფოდ არსებობის გაგრძელებაა. ამ შეთავაზებას კი არცერთი ქვეყანა არ ეთანხმება. მეორეს მხრივ, ისრაელის მხრიდან ბოლო დროს ინდოეთთან იარაღის მიყიდვის თაობაზე  გაფორმებული  შეთანხმებები, აშშ-ის მხრიდან ჩინეთის შესაჩერებლად ინდოეთისადმი მხარდაჭერა, ამის საპასუხოდ კი ჩინეთის პაკისტანისადმი მხარდაჭერა, შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში არსებული პრობლემა, ერთგვარ  მარიონეტულ ომის ფორმას ღებულობს. იმ შემთხვევაში თუ როვე ქვეყანა მათი მონაწილეობით დაწყებულ ამ თამაშს ვერ გაიგებს, ისევ მათ დაკარგავენ და თანაც ძალიან ბევრს. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ თუ ორივე მხარე პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას დაუჭერს მხარს,  როგორც ინდოეთში ასევე პაკისტანში მცხოვრები ხალხების სოციალურ, კულტურულ და სხვა მრავალმხრივ განვითარებას შეუწყობს ხელს  წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები