საფრანგეთში „ყვითელ ჟილეტებიანები“-ს აქციებში მონაწილე 1796 ადამიანი დააპატიმრეს
აქციების დროს დღემდე 11 ადამიანი დაიღუპა
1144634

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ფილიპემ განაცხადა, რომ „ყვითელ ჟილეტებიანები“-ს აქციებში მონაწილე 1796 ადამიანი დააპატიმრეს. ფილიპემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აქციების დროს გამოყენებული ძალადობები და სახელმწიფო დაწესებულებებზე მიყენებული ზარალი დაგმო. მისივე თქმით, აქციებში მონაწილე 1422 პირის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. შეგახსენებთ, რომ საწვავზე ფასების ზრდის გასაპროტესტებლად გასული წლის 17 ნოემბერს დაწყებული, „ყვითელი ჟილეტებიანები“-ს აქციები შემდეგ, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნებში გადაიზარდა. ეს აქციები ქვეყანაში ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე მასშტაბური გამოსვლები გახლდათ. აქციების დროს დღემდე 11 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.