აშშ-მ ვენესუელაში მდებარე საელჩოს მეორე დონის პერსონალს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენესუელაში მდებარე ამერიკის საელჩოს მეორე დონის პერსონალს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა

1132818
აშშ-მ ვენესუელაში მდებარე საელჩოს მეორე დონის პერსონალს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვენესუელაში მდებარე ამერიკის საელჩოს მეორე დონის პერსონალს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენესუელაში მდებარე ამერიკის საელჩოსა და საკონსულოს მეორე დონის პერსონალს ქვეყნის დატოვების მითითება მისცეს, თუმცა პირველი დონის დიპლომატები მუშაობას გააგრძელებენ.

აღინიშნა, რომ მითითება ვენესუელაში ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მომუშავე დაახლოებით 150 პერსონალის უსაფრთხოების დაცვის სირთულის გამო გაიცა და ამის მიუხედავად, დედაქალაქ კარაკასში მდებარე საელჩო ფუნქციონირებას გააგრძელებს.   

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სამინისტრომ ვენესუელაში მცხოვრები ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა მზად იყვნენ ქვეყნის დატოვებისათვის.

ვენესუელას სახელმწიფოს მეთაურმა ნიკოლას მადურომ გუშინ დედაქალაქ კარაკასში მდებარე პრეზიდენტის სასახლე მირაფლორესის აივნიდან ათასობით ვენესუელს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ ვენესუელაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის გამო ამ ქვეყნის დიპლომატებს 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ვენესუელა

მსგავსი ინფორმაციები