შარლ მიშელი თანამდებობას ტოვებს

შარლ მიშელი თანამდებობას ტოვებს

1109628
შარლ მიშელი თანამდებობას ტოვებს

ბელგიის პრემიერმინისტრმა შარლ მიშელმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ, მან  განცხადება მეფე ფილიპეს უკვე წარუდგინა.  ამის  შესახებ შარლ მიშელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სესია შეწყდა. ბელგიაში სამთავრობო კრიზისი დეკემბრის დასაწყისში მმართველ კოალიციაში მიგრაციის შესახებ გაეროს პაქტის ირგვლივ მწვავე უთანხმოების გამო დაიწყო. შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბელგიის მეფე შარლ მიშელის  გადადგომის შესახებ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, კანონის მიხედვით, ქვეყანაში  40 დღეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.



მსგავსი ინფორმაციები