ბუენოს აირესი დიდ ოციანთა სამიტს მასპინძლობს

ტრამპს პირისპირი შეხვედრები ჰქონდა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან

1098407
ბუენოს აირესი დიდ ოციანთა სამიტს მასპინძლობს

 

თეთრი სახლის პრეს სპიკერმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი,  არგენტინაში მიმდინარე G-20 ლიდერთა სამიტის ფარგლებში მის მონაწილეებს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მოონ ჯეისა და ავსტრალიის პრემიერ მინისტრს, სკოტ მორისონს ცალ ცალკე შეხვდა.

სარა სანდერსის მხრიდან გავრცელებული წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრამპი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა მოონი შეთანხმდნენ,  კორეის ნახევარკუნძულის  ბირთვული განიარაღების საკითხში  ყველანაირი ძალისხმევა გამოიჩინონ და ყველანაირი ერთობლივი ნაბიჯი გადადგან, ხოლო ამის პარალელურად უახლოეს მომავალში უფრო დიდი და ფართომასშტაბიანი მეორე სამიტი გამართონ.

ტრამპმა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ მორისონთან შეხვედრაზე იმედი გამოთქვა, რომ რომ აშშ-სა და ავსტრალიას შორის ურთიერთობა ბევრად უკეთესი გახდება, ვიდრე ახლა არის.

დღის განმავლობაში ტრამპს პირისპირი შეხვედრები ჰქონდა როგორც თურქ კოლეგა რეჯეპ თაიპ ერდოღანთან, ასევე იაპონიის, ინდოეთისა და არგენტინის ლიდერებთანაც, აღნიშნულია თეთრი სახლის პრეს სპიკერის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები