ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ თავდასხმებს განაგრძობს

ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ თავდასხმებს განაგრძობს

1093064
ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ თავდასხმებს განაგრძობს

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში  ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“-ს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 44 სამხედრო დაიღუპა. ადგილობრივი მედიის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოკო ჰარამმა მაიტილეს, მაინოკის და გაჟირამას რეგიონებში 3 სამხედრო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად ასევე მრავალ ადამიანიც დაშავდა. ნიგერიაში 2002 წელს დაარსებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2009 წლიდან მასშტაბური თავდასხმები დაიწყო რა, დღემდე 20 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.


საკვანძო სიტყვები: #ნიგერია , #ბოკო ჰარამი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები