თურქეთმა აშშ-ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა

სამართალწარმოებას მსო განიხილავს

1035797
თურქეთმა აშშ-ს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა

 

თურქეთმა, აშშ-ს მხრიდან მასზე დაწესებული დამატებითი საბაჟო გადასახადების საწინააღმდეგოდ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი აღძრა.

თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ 10 აგვისტოს აშშ-ს ხელისუფლებამ თურქეთიდან იმპორტირებულ რკინა-ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე დამატებითი 100%-იანი საბაჟო გადასახადები დააწესა.  

ამერიკის მხრიდან მიღებული ეს დადგენილება სრულიად ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წესებს და ამიტომ ანკარამ, 15 აგვისტოს გამოტანილი საპასუხო დადგენილებით, დამატებითი საბაჟო გადასახადები 100%-ით გაზარდა ამერიკიდან შემოტანილ 22 პროდუქტზე, რომელთა საერთო ღირებულება 533 მილიონი დოლარი გახდა.

ამავე განცხადებით, მსო-ის პლატფორმის კონტექსტში, თურქეთის ექსპორტიორების უფლებების დასაცავად ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგა: "ჩვენმა ქვეყანამ  აშშ-ი მოსალაპარაკებლად ხსენებულ ორგანიზაციაში მიიწვია, რითაც, ამერიკის მხრიდან დამატებით დაწესებულ საბაჟო გადასახადების საქმეზე სამართალწარმოება დაიწყო.

აშშ-ს წინააღმდეგ მსგავსი სარჩელები შეიტანეს მსო-ში ასევე ინდოეთმა, ჩინეთმა, შვეიცარიამ, ნორვეგიამ, კანადამ, რუსეთმა, მექსიკამ და ევროკავშირმა.

“მოკლედ, ყველა ეს ქვეყანები ჩვენ ერთად გააგრძელებენ მუშაობას მომავალი პერიოდის განმავლობაში, რათა დაცული იქნას ექსპორტიორების უფლებები", ხაზგასმულია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები