იემენში ორი ელ-ქაიდელი მოკლეს

ამ ქვეყანაში ტერორისტები ჯერ კიდევ ძლიერები არიან

1016627
იემენში ორი ელ-ქაიდელი მოკლეს

 

იემენის ქალაქ შებვეში, ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას ორი წევრი მოკლეს. სამხედრო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გაწვრთნილი შებვანიეს სპეცრაზმელებმა იერიში განახორციელეს ელ-ქაიდეს საწვრთნელ ბანაკზე და ორი ტერორისტი მოკლეს. ამავე ცნობით, ამ შეტაკების დროს 3 სპეცრაზმელი დაიჭრა და ისინი სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში. ალ-ქაიდას ორგანიზაცია ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ძლიერია და დრო და დრო იემენის აღმოსავლეთ და სამხრეთ პროვინციებში მდებარე სამხედრო შტაბებსა და პოლიციის განყოფილებებს ესხმის რა თავს, ასეთ თავდასხმებს უკვე ასეულობით სამართალდამცავი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები