მოსკოვმა ნატოს ბრალდებებს უპასუხა

“ეს ბრალდებები არ ემყარება რაიმე მტკიცებულებებს“

1011692
მოსკოვმა ნატოს ბრალდებებს უპასუხა

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზაჰაროვამ განაცხადა, რომ ნატო რუსეთის დადანაშაულებით აფართოებს თავის სამხედრო ყოფნას და ქმედებებს ჩრდილოეთ ევროპასა და ბალტიისპირეთში.

ზაჰაროვამ, თავის მიერ ორგანიზებულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, 11-12 ივლისს  ჩატარებულ ნატოს სამიტზე რუსეთთან მიმართებაში დაფიქსირებული ბრალდებები შეაფასა.

მისი თქმით, ნატოს სამიტზე რუსეთის მისამართით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ყურადღებით გაანალიზდება, რადგან, ეს ბრალდებები არ ემყარება რაიმე მტკიცებულებებს. "ამ უსაფუძვლო ბრალდებებით, ნატოს სამხედრო ბლოკი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო საქმიანობას აფართოებს", აღნიშნა ზაჰაროვამ.

მანვე უპასუხა რა კითხვას,  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ სიტყვებზე, რომელშიც იგი ამბობს, რომ "გერმანია, რუსეთის ტყვე არის", თქვა: "გერმანიის სამხედრო ბაზებზე ამერიკის 35,000 ჯარისკაცი იმყოფება, ეს კი ნათლად აჩვენებს, თუ გერმანია ვის კონტროლ ქვეშ არის.  ჩვენ გერმანიაში ბიზნესი გვაქვს, აშშ-ს კი სამხედრო ბაზები", ხაზი გაუსვა ზაჰაროვამ



მსგავსი ინფორმაციები