აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივლისში ევროპის ტურნეს დროს შესაძლოა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

1001526
აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინს შეხვდეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივლისში ევროპის ტურნეს დროს შესაძლოა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

მან თეთრ სახლში პორტუგალიის პრეზიდენტ რებელუ დი სოზასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ოვალურ ოფისში პრესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა „კარგი რამ არის“ და დაამატა: „სახელმწიფოს მეთაურ პუტინს ის (თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი) შეხვდა. ჯერ-ჯერობით მასშტაბური ანგარიში არ მიმიღია. თუმცა ყოველთვის ვამბობ: რუსეთთან და ჩინეთთან შეხვედრა კარგი რამ არის, მსოფლიოსთვის კარგი რამ არის. ევროპაში ვიზიტის დროს შესაძლოა იქ სადმე შევხვდეთ. ვისაუბრებთ სირიასა და უკრაინაზე.“

ტრამპმა ასევ დასძინა, რომ მსოფლიო თასის მატჩებს თვალყურს ადევნებს და რუსეთის ეროვნული ნაკრები შეაქო. მისივე თქმით, მისთვის დიდი პატივია 2026 წლის მსოფლიო თასის აშშ-ის, მექსიკისა დ კანადის მიერ ერთობლივად ჩატარება.

 


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ტრამპი , #რუსეთი , #პუტინი

მსგავსი ინფორმაციები