აშშ-ს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა
აშშ-ს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზებულ რეგიონში მდებარე სოფელ პანმუნჯომში ჩრდილოეთ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია შეხვდა
![აშშ-ს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/f9bc/f4d2/d9b6/5b0ba24788bd2.jpg?time=1718455587)
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის დელეგაცია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურ კიმ იონგ ინთან გასამართი შესაძლო სამიტისთვის ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას შეხვდა.
საკითხთან დაკავშირებით „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მასა და კიმ იონგ ინს შორის სამიტის დასაგეგმად აშშ-ს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.
„ჩრდილოეთ კორეას შესანიშნავი პოტენციალი აქვს და მჯერა, რომ ერთ დღეს ეკონომიკურად და ფინანსურად დიდი ქვეყანა გახდება. კიმ იონგ ინი ამ საკითხში მეთანხმება.“- ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.
ამავდროულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ს დელეგაცია ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზებულ რეგიონში მდებარე სოფელ პანმუნჯომში ჩრდილოეთ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია შეხვდა და პრეზიდენტ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ იონგ ინს შორის შეხვედრისთვის მზადება გრძელდება.
მსგავსი ინფორმაციები
![ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/d5c3/ff68/1cb6/6662f81234292.jpg?time=1718455587)
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს