მაჰმუდ აბბასმა ხუან კარლოს ვარელა მიიღო

მაჰმუდ აბბასმა ხუან კარლოს ვარელა მიიღო

974403
მაჰმუდ აბბასმა ხუან კარლოს ვარელა მიიღო

პალესტინის სახელმწიფოს მეთაურმა  მაჰმუდ აბბასმა საერთაშორისო ლეგიტიმურობის პრინციპების საფუძველზე პალესტინაში მშვიდობის დამყარების საერთაშორისო მექანიზმის ჩამოყალიბების მოწოდება გააკეთა. პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს „WAFA“-ს ცნობით, აბბასმა აღნიშნული განცხადება, დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ რამალაში მთავრობის სასახლეში პანამის პრეზიდენტ,   ხუან კარლოს ვარელასთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისივე თქმით პალესტინას პანამის რესპუბლიკასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება სურთ ამიტომ,  შეხვედრების ხშირ-ხშირად გამართვა უკეთესი იქნება.  შეხვედრის დროს პანამის პრეზიდენტმა ვარელამ პალესტინა-ისრაელის შორის არსებული პრობლემის მოგვარების ერთადერთ გამოსავლად ორსახელმწიფოებრივი ფორმატი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ინიციატივას მხარს უჭერენ.



მსგავსი ინფორმაციები