აშშ თურქეთზე განხორციელებულ პკკ-ს ყველა თავდასხმას გმობს

აშშ თურქეთზე განხორციელებულ პკკ-ს ყველა თავდასხმას გმობს

901837
აშშ თურქეთზე განხორციელებულ პკკ-ს ყველა თავდასხმას გმობს

პენტაგონის პრესსპიკერმა დანა ვაითმა და გაერთიანებული შტაბის პრესსპიკერმა გენერალ-ლეიტენანტმა კენეტ მაკკენზიმ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

სირიის აფრინის რეგიონში მყოფი ტერორისტული ელემენტების მიერ თურქეთზე თავდასხმების თაობაზე დასმულ კითხვაზე გენერალ-ლეიტენანტმა მაკკენზიმ განაცხადა, რომ "თურქეთზე განხორციელებულ PKK ს ყველა თავდასხმას გმობენ." .

მისივე თქმით, სირიის დემოკრატიული ძალებისათვის, რომლის მთავარ ელემენტებს სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება YPG წარმოადგენს, გაგზავნილ იარაღს კი მხოლოდ დეაშ-თან ბროლის მთლინად დასრულების შემდეგ უკან დაიბრუნებენ.

პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა დანა ვაითმა კი აღნიშნა: "თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მისი შეშფოთება სამართლიანია. აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  PKK ტერორგანიზაციად გამოაცხადა. თურქეთის საზღვრებზე აქტიური დაუმორჩილებლობაა. თურქეთი და ჩვენ ყველაფერს ერთნაირად არ ვუყურებთ, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. საზღვარზე დაუმორჩილებლობაზე თურქებთან ერთად ვიმუშავეთ და მუშაობას ვაგრძელებთ." 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #პენტაგონი

მსგავსი ინფორმაციები