საფრანგეთში 48 რეგიონში "ნარინჯისფერი განგაში" გამოცხადდა

საფრანგეთში ქარიშხალ „ელეონორას“ გამო 48 რეგიონში ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა

880547
საფრანგეთში 48 რეგიონში "ნარინჯისფერი განგაში" გამოცხადდა

საფრანგეთში ქარიშხალ „ელეონორას“ გამო 48 რეგიონში ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა.

მეტეოროლოგიის გენერალური სამმართველოს განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში 48 რეგიონში ქარიშხალის გამო საგანგებო მდგომარეობის ქვედა საფეხური „ნარინჯისფერი განგაში“ გამოცხადდა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია რომ, ქარიშხალი მძვინვარებს პარიზში, რენში, ლილიში, სტრასბურგსა და სხვა ქალაქებში და ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრამდე გაიზრდება.

ცუდი კლიმატური პირობები კვირის ბოლომდე გაგრძელდება და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ქარიშხალი შტორმსა და ზღვის დონის გაზრდას გამოიწვევს.

ქარიშხალის გამო ბევრ ქალაქში პარკები, ბაღები და სასაფლაოები დაიხურა და მოსახლეობა გააფრთხილეს ყურადღება გამოიჩინონ.

საფრანგეთში გუშინდელი ქარიშხალის „კარმენის„ გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, 65 ათასი სახლი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.



მსგავსი ინფორმაციები