აშშ-ში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის ბრონქსის რეგიონში ერთ-ერთ შენობაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა
877987
![აშშ-ში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/09d1/78c1/5f27/5a45d4458dd9d.jpg?time=1718463586)
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკის ბრონქსის რეგიონში ერთ-ერთ შენობაში გაჩენილ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ბრონქსის ზოოპარკის ახლოს მდებარე ხუთ სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა.
ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ მომხდარის ადგილზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მინიმუმ 15 კი დაშავდა.
ბლასიომ მომხდარი ნიუ-იორკის „ყველაზე ცუდ ხანძრის ტრაგედიად“ შეაფასა და დაამატა, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულებს შორის ერთი ერთი წლის ბავშვია.
ხანძრის ჩაქრობას 170 მეხანძრე ცდილობდა. მისი გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
მსგავსი ინფორმაციები
![ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/d5c3/ff68/1cb6/6662f81234292.jpg?time=1718463586)
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს
ნატო უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს წლიური დახმარების წინადადებას აყენებს