აშშ-ი, ფრენების შეწყვეტით გამოწვეული ზარალი

აშშ-ის ატლანტის ჰარტსფილდ-ჯექსონის აეროპორტში დენის შეწყვეტამ გამოიწვია მრავალი ფრენის გადადება და მგზავრების გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდება

870298
აშშ-ი, ფრენების შეწყვეტით გამოწვეული ზარალი

ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტის ჰარტსფილდ-ჯექსონის აეროპორტში დენის შეწყვეტამ გამოიწვია მრავალი ფრენის გადადება და მგზავრების გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდება.

ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი, რომელმაც  აეროპორტის ყველა ოპერაციაზე იქონია გავლენა, გახდა, ჯორჯიას შტატის ელექტრო ენერგიის გადამცემი კომპანიის მიწისქვეშა ობიექტში გამოწვეული ხანძარი.

ატლანტის მუნიციპალიტეტის თავჯდომარის კასიმ რეედის განცხადებით, ადგილობრივი დროით 13.00 საათზე გამოწვეული ელექტრო ენერგიის შეწყვეტის აღდგენა მოხდება ღამის საათებში და განახლდება ფრენები.

ფრენების შეწყვეტით დაზარალებულ მგზავრებს გაეწევათ ყველანაირი დახმარება. იმის გამო, რომ ხანძარმა დააზიანა აეროპორტის მთავარი ელექტრო გადამცემები, გარკვეული დრო დასჭირდება ელექტრო ქსელის ხელახლა აღდგენას. აშშ-ის მედიის ცნობით, აეროპორტში, ხსენებული დენის შეწყვეტის გამო, გადაიდო დაახლოებით ათასამდე ფრენა.

ინფორმაციით, აშშ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატლანტა ჰარტსფილდ-ჯექსონის აეროპორტი, ყოველწლიური მგზავრების თვალსაზრისით, მასშტაბური აეროპორტია მსოფლიოში და ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება.  



მსგავსი ინფორმაციები