მაკრონმა ტრამპი გააკრიტიკა

განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

865549
მაკრონმა ტრამპი გააკრიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და სახიფათოა რეგიონში მშვიდობისათვის.

მაკრონმა, ოფიციალური ვიზიტით მის ქვეყანაში მყოფ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დაპირისპირება ორ-სახელმწიფოიანი გზით უნდა მოგვარდეს.

„ტრამპის იერუსალიმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, მაგრამ გადაწყვეტილების დაგმობა ჩემი მოვალეობა არ არის.“-აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე  ისრაელთან ერთად იმუშავებენ და ნეთანიაჰუს მიმართა: „შანსი მიეცი და პალესტინელებს ჟესტი გაუკეთე.“

მაკრონმა სიტყვა „ჟესტის“ მნიშვნელობა გააფართოვა და დასძინა: „დასახლებების პროექტების შეჩერებისა და პალესტინელ უფლებამოსილთა ნდობის მოსაპოვებლად ზომები უნდა გატარდეს. ამაზე ჩვენ ნეთანიაჰუსთან ვისაუბრებთ... ნეთანიაჰუს განვუცხადე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ტრამპის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და სახიფათოა რეგიონში მშვიდობისათვის... იერუსალიმი არც ისრაელის დედაქალაქი და არც რომელიმე სხვა ქვეყნის დედაქალაქი ყოფილა. როცა ამას პალესტინელები აღიარებენ, შესაძლოა მშვიდობა დამყარდეს.“



მსგავსი ინფორმაციები