გაერო იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ხვალ საგანგებოდ შეიკრიბება

გაერო იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ხვალ საგანგებოდ შეიკრიბება

863213
გაერო იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით ხვალ საგანგებოდ შეიკრიბება

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის, ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭო საკითხის განსახილველად ხვალ საგანგებოდ შეიკრიბება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებიდან  საფრანგეთმა, ბოლივიამ, ინგლისმა, იტალიამ,   სენეგალმა, ურუგვაიმ, შვედეთმა და ეგვიპტემ. საკითხს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერესიც გამოეხმაურა და განაცხადა: „იერუსალიმის სტატუსი, მხოლოდ, ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას. ასწლეულებია ასე იყო და ასე გაგრძელდება. მინდა ღიად დავაფიქსირო, რომ საკითხი მოგვარება მხოლოდ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.“  გუტიერესმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის და პალესტინის ლიდერების მოლაპარაკებებს და საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებას მხარს  უჭერს. მეორეს მხრივ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმაც აშშ-ს პრეზიდენტის იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია. მან საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, იერუსალიმთან დაკავშირებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული №478 კანონის შესაბამისად პატივისცემას გააგრძელებს. იერუსალიმის სტატუსის დადგენამდე დიპლომატიური მისიების ადგილმდებარეობა არ შეიცვლება.“ მან ბოლოს ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი, პალესტინა-ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მოკავშირეებთან ერთად სამომავლოდაც გააგრძელებს.  



მსგავსი ინფორმაციები