Associated Press-მა რუსეთის კიბერ შეტევასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალი ცნობები მიაწოდა

ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა, რუსეთის კიბერ შეტევასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალი ცნობები მიაწოდა

855649
Associated Press-მა რუსეთის კიბერ შეტევასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალი ცნობები მიაწოდა

ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-მა, რუსეთის კიბერ შეტევასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახალი ცნობები მიაწოდა, რომელთა მიხედვითაც, FBI-მ, რუსების მიერ ბევრი ამერიკელი უფლებამოსილის Gmail-ზე განხორციელებული კიბერ შეტევის მტკიცებულებებით დადასტურების მიუხედავად, აღნიშნულ პირები არ გააფრთხილა.

ამავე ინფორმაციით, კრემლთან დაახლოებულმა Fancy Bear-ის სახელწოდების „კიბერ ჯაშუშთა“ ჯგუფმა 2015 წელში დაახლოებით 80 ამერიკელი უფლებამოსილის ანგარიშზე მიიტანა შეტევა, FBI-მა კი მხოლოდ 2 პიროვნება გააფრთხილა.

აღნიშულმა უფლებამოსილებმა განცხადეს, რომ რუსული კიბერ შეტევის თაობაზე AP-ს ინფორმაციით შეიტყვეს და ამგვარი შეტევების შესახებ საჭიროა ინფორმაცი FBI-სგან მიიღონ.

კრიტიკის ობიექტად ქცეულმა FBI-მ კი წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ FBI პოტენციური საფრთხის ქვეშ მყოფ პირებსა და ორგანიზაციებს რეგულარულად აფრთხილებს.

რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიბერ შეტევის გზით ჩარევის თაობაზე გავრცელებული ბრალდების შემდეგ დაწყებული გამოძიება , აშშ-ს კონგრესში და სპეციალური უფლებებით აღჭურვილი პროკურორის რობერტ მუელერის პასუხისმგებლობის ქვეშ გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები