პუტინ-ნაზარბაეის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა ასტანის შეხვედრების წყალობით, სირიის კრიზისის ადრეულად გადაწყვეტის შესაძლებლობაზე მიუთითა

844657
პუტინ-ნაზარბაეის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა ასტანის შეხვედრების წყალობით, სირიის კრიზისის ადრეულად გადაწყვეტის შესაძლებლობაზე მიუთითა და ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს, ასტანის შეხვედრებში შეტანილი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა.

პუტინი, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში, შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს ნაზარბაევს.  აღნიშნა, რომ ყაზახ ლიდერთან დეტალური და მეტად პროდუქტიული შეხვედრა გამართა  რუსეთ-ყაზახეთს შორის ბიზნეს-კონტაქტების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად. ყაზახეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ურთიერთობები ფართოვდება მეგობრობის, კეთილ-მეზობლობის, თანასწორობის და პატივისცემის ფარგლებში.  ასტანის შეხვედრების წყალობით წარმოიქმნა სირიის კრიზისის ადრეულად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

ნაზარბაევმა კი, აღნიშნა რომ ქალაქი ჩელიაბინსკი მეტად მნიშვნელოვანს წარმოადგენს მისთვის. ახალგაზრდობაში ხშირად ჩადიოდა ქალაქში და იმ პერიოდში არ ყოფილა ისეთი ფირმა, რომელიც მას არ ენახოს. რეგიონი მხოლოდ საბჭოთა კავშირის კი არა, მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეტალურგიულ ცენტრს წარმოადგენს.



მსგავსი ინფორმაციები