შეიარაღებული თავდასხმა ლას ვეგასში

შეიარაღებული თავდასხმა ლას ვეგასში

818278
შეიარაღებული თავდასხმა ლას ვეგასში

აშშ-ს ქალაქ, ლას ვეგასში ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად წინასწარი მონაცემებით ოცი ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. სავადმყოფოს მმართველობის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან 12 მდგომარეობა მძიმეა. ლას ვეგასის პოლიციის მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი, რომელიც წარმოშობით აზიელი ქალი გახლდათ ლიკვიდირებულ  იქნა.  

მეორეს მხრივ ისევ ამერიკაში, კანზასის შტატში ახალი საკალათბურთო სეზონის დაწყების წინ, კანზასის უნივერსიტეტის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გარდაცვლილებს შორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ლას ვეგასი , #თავდასხმა

მსგავსი ინფორმაციები