თავდასხმა გუატემალაში

ცენტრალური ამერიკის ქალაქ გუატემალაში, შეიარაღებული პირების გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა 7 ადამიანი

791401
თავდასხმა გუატემალაში

ცენტრალური ამერიკის ქალაქ გუატემალას როოსეველტის საავადმყოფოს კორპუსში შესული შეიარაღებული პირების გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა 7 ადამიანი.

დედაქალაქ გუატემალას საავადმყოფოს უფროსის მოადგილის ცნობით, თავდასხმაში, ერთი ბავშვის ჩათვლით დაიჭრა 12 ადამიანი. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მისივე ცნობით საავადმყოფოზე ადრეც ჰქონდა ადგილი მსგავს თავდასხმას, რის გამოც მთავრობისგან მოითხოვეს დამატებითი უსაფრთხო ზომების მიღება.

პოლიციის ცნობით, დაკავებულ იქნა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 5 პიროვნება რომლებიც, მარა სალვატრუჩას დანაშაულებრივ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, თავდამსხმელები ცდილობდნენ, ზოგიერთი ტესტის ჩასატარებლად საპატიმროდან საავადმყოფოში გადაყვანილი თავიანთი ლიდერის, ანდერსონ დანიელ გაბრერა კიფუენტესის გამოხსნა.



მსგავსი ინფორმაციები