გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თურქი კანდიდატი

გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ფედერალური პარლამენტის არჩევნებთან ერთ გაიმართება

787598
გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თურქი კანდიდატი

გერმანიაში სექტემბრის თვეში გასამართ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმოშობით თურქი, 47 წლის იაშარ დურმუში,  დუისბურგში მერობისთვის იბრძოლებს. მისი კანდიდატურა საარჩევნო ბიურომ უკვე დაამტკიცა. იგი ამ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილოებას. დურმუშმა თავისი კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში განსახორციელებელი პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ამჟამინდელი სისტემის მიხედვით მერთან შეღწევა შეუძლებელია. ჩვენი მთავარი მიზანი, მერიის კარების ხალხისათვის გახსნა იქნება. ხალხს ყოველთვის შეეძლება მერთან თავისუფლად შეაღწიოს და თავიანთი პრობლემები აუხსნან.  პენსიონერთათვის და ღატაკთათვის ქალაქში გადაადგილების საფასურს ან მთლიანად გავაუქმებთ ან კიდევ  შევამცირებთ.“ გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ფედერალური პარლამენტის არჩევნებთან ერთ გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები