შაანშის პროვინციაში წყალდიდობას ებრძვიან
მან უკვე 8 კაცის სიცოცხლე შეიწირა
779377
პეკინიდან გავრცელებული ინფორმაციებით, გადაუღებელმა წვიმებმა ჩინეთის ცენტრალურ რეგიონში მდებარე შაანშის პროვინციაში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 8 კაცი ემსხვერპლა, 1 დაკარგულად არის გამოცხადებული, ხოლო 71 ათასზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილებში ევაკუაცია მოხდა.
ამავე ინფორმაციით, ათასობით ჰექტარი სასოფლო სამეურნეო სავარგულიც წყლის ქვეშ დარჩა და საერთო ზარალმა ამ წყალდიდობისგან 230 მილიონ იენს (34 მილიონი დოლარი) მიაღწია.
ჩინელი მეტეოროლოგების ცნობით უამინდობა ხსენებულ პროვინციაში კვირა დღემდე გაგრძელდება