შეიარაღებული თავდასხმა ავინიონში

შეიარაღებული თავდასხმა ავინიონში

763169
შეიარაღებული თავდასხმა ავინიონში

საფრანგეთის ქალაქ ავინიონში ერთ-ერთი მეჩეთის წინ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. „რაჰმეთ“ სახელწოდების მეჩეთთან თავდასხმა ადგილობრივი დროით 22:30 წუთზე განხორციელდა. ადგილობრივი, La Provence გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მეჩეთსა და იქვე ახლოს მდებარე ბუფეტს შორის, ავტომობილიდან გადმოსულმა ორმა პირმა განახორციელა. აღნიშნული გაზეთი ასევე იუწყება, რომ თავდასხმა მრევლის მეჩეთიდან გამოსვლის დროს განხორციელდა. მეორეს მხრივ, იმავე ადგილიდან 50 მეტრის მოშორებით ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსშიც მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. თავდამსხმელების დასაკავებლად პოლიციამ ფართო მასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.

 



მსგავსი ინფორმაციები