კატარის თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ Sky News-თან

კატარის თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ Sky News-თან

763099
კატარის თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ Sky News-თან

კატარის თავდაცვის მინისტრმა, ხალიდ ბინ მუჰამედ ალ ათიემ განაცხადა: „საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ყოველთვის მზადყოფნაშია.“ მან ამის შესახებ, გასული კვირის ბოლოს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შემხვედრის შემდეგ, ინგლისურ ტელეარხ Sky News-თან მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა. „ვიმედოვნებთ, რომ სამხედრო დაპირისპირება საჭირო არ გახდება, მაგრამ ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ყველა სცენარისთვის მზად ვართ. კატარმა მისი არსებობის პერიოდში ყოველთვის აჩვენა, რომ ისეთი ადვილი ლუკმა არ არის,“ განაცხადა ალ ათიემ.  მინისტრმა ინტერვიუს დროს ასევე დაამატა, რომ საუდის არაბეთის ჩათვლით ზოგიერთი არაბული ქვეყნების მათ მიმართ წაყენებული კრიტერიუმები კატარის  სუვერენიტეტზე თავდასხმას ნიშნავს.  ტელეწამყვანმა ალ ათიეს ასეთი კითხვა დაუსვა, მეზობელ ქვეყნებს კატარში რეჟიმის შეცვლა ხომ არ სურდათ, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: „ნამდვილად ეგრეა. მე მცდარი დეტალებით არ ვსაუბრობ. ჩვენი ქვეყნის მიმართ 1996 წელს მკაცრი, 2014 წელს კი შედარებით რბილი გადატრიალების მცდელობა მოხდა. ამჟამადაც რბილი გადატრიალების მცდელობა ხორციელდება.“ ალ ათიემ ინტერვიუს, დროს ასევე ზოგიერთი არაბული ქვეყნების ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს და კატარი  ტერ ორგანიზაციებს  უჭერენ მხარს, უარჰყო.



მსგავსი ინფორმაციები