დანიამ ავღანეთში სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება შეაჩერა

დანიამ ავღანეთში სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება შეაჩერა

758326
დანიამ ავღანეთში სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება შეაჩერა

დანიამ, აშშ-ის თხოვნით  ავღანეთში დამატებით  55 სამხედროს გაგზავნის  გადაწყვეტილება შეაჩერა. მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდერს სამუელსენმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ნატოს წევრი ქვეყნების მიერ გაგზავნილი სამხედროების რაოდენობის დამტკიცების შემდეგ, თვითონაც მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ რამდენ სამხედროს  გააგზავნიან. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ავღანეთში წლებია მიმდინარე სამოქალაქო ომის  მოსაგვარებლად დანია თავისი წვლილის შესატანად ყოველთვის მზადაა. ამ საკითხთან დაკავშირებით დანიის თავდაცვის სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვა ქვეყნები ავღანეთში ჯარს გააგზავნიან,  ამ საკითხს, თვითონაც კიდევ ერთხელ განიხილავენ.



მსგავსი ინფორმაციები