ლონდონში ამჯერად თავდასხმა მუსლიმანებზე განხორციელდა

დაიღუპა 1, დაიჭრა 10 კაცი

755126
ლონდონში ამჯერად თავდასხმა მუსლიმანებზე განხორციელდა

ინგლისში გახშირებულმა ტერორმა ამჯერად მუსლიმანები ამოიღო მიზანში.

დედაქალაქ ლონდონის ჩრდილოეთში მდებარე Finsbury-ის პარკის მიდამოებში, ერთმა მძღოლმა თავის ავტომანქანა წუხელ, თერავის ნამაზიდან გამოსულ და ტროტუარზე მიმავალ მუსლიმან მოსიარულეებს დააჯახა, რის შედეგადაც 1 კაცი დაიღუპა, სულ ცოტა 10 კაცი მაინც დაშავდა და მათ შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა.

Finsbury-ის პარკის მეჩეთის იმამმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა პირდაპირ მუსლიმანებზე განხორციელდა და არიან დაღუპულებიც.

პოლიციის განცხადებით ამ თავდასხმასთან დაკავშირებით 1 კაცი დააკავეს, რომლის ვინაობის შესახებ არაფერი უთქვიათ, ხოლო ორის ძებნა კი გრძელდება.

ამ თავდასხმას ინგლისის პრემიერმა ტერეზა მეიმ “მეტად საშინელი ავარია“ უწოდა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ინგლისის მუსლიმანთა საბჭომ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში ამ მოვლენას მუსლიმანებისადმი მიმართული ტერაქტი უწოდა.

მოწმეთა ჩვენებით, დაკავებული ეჭვმიტანილი ყვიროდა, რომ მუსლიმანებს მოკლავდა  



მსგავსი ინფორმაციები