ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აგრძელებს

ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აგრძელებს

748131
ჩრდილოეთ კორეა ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აგრძელებს

ჩრდილოეთ კორეა დიპლომატიური ზეწოლების მიუხედავად,  ბალისტიკური რაკეტების გამოცდას მაინც განაგრძობს. გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების  გაფართოებიდან სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა რა, ფხენიანი თავისას მაინც არ იშლის და კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეის სამხედრო წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ერთზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადეს. სამხრეთ კორეის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ხმელეთიდან ზღვის მიმართულებით ნასროლი რაკეტა, 200 კილომეტრის რადიუსში დაეცა. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ,  აშშ-მ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა აამოქმედა. მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ  უკვე მეათე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.



მსგავსი ინფორმაციები