გამოვლინდა რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი

Tu-154-ი ტიპის თვითმფრინავის შავ ზღვაში ჩავარდნის მიზეზია პილოტის შეცდომა

743590
გამოვლინდა რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2016 წლის 25 დეკემბერს, რუსული, Tu-154-ი ტიპის თვითმფრინავის შავ ზღვაში ჩავარდნის მიზეზია პილოტის შეცდომა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიწირა 92 ადამიანი,  გამოძიება დასრულდა. ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგად გამოვლინდა თვითმფრინავში ტექნიკური ხარვეზიც. საწვავი და ტვირთის სიმძიმე დაფიქსირდა დაშვებული ნებართვის დონეზე.

სამინისტროს განცხადებით, Tu-154-ი ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა პილოტის მართვის დროს დაშვებული შეცდომის მიზეზით.



მსგავსი ინფორმაციები