აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის გავლენას გამოიძიებენ

საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მიერ გავლენის მოხდენის თაობაზე დაწყებულ გამოძიებას სათავეში FBI-ს ყოფილი შეფი რობერტ  მუელერი ჩაუდგა

734856
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის გავლენას გამოიძიებენ

აშშ-ში 8 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მიერ გავლენის მოხდენის თაობაზე დაწყებულ გამოძიებას სათავეში FBI-ს ყოფილი შეფი რობერტ  მუელერი ჩაუდგა.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირაში FBI-ს ხელმძღვანელის ჯეიმს კომეის გათავისუფლების შემდეგ რუსეთთან დაკავშირებული გამოძიებისათვის სპეციალური პროკურორის დანიშვნის მოწოდებამ გამოხმაურება ჰპოვა.

ამერიკის იუსტიციის სამინსიტროს განცხადებით, FBI-ს ყოფილი ხელმღვანელი რობერტ მუელერი გამოძიების ჩასატარებლად სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილ პროკურორად დაინიშნა.

დანიშვნის გადაწყვტილებას დადებითად შეხვდნენ როგორც რესპუბლიკელი ასევე დემოკრატი პოლიტიკოსები.

უფლებამოსილები აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუელერი ის ფიგურაა, რომელსაც ტრამპი ადვილად ვერ დაიმორჩილებს.



მსგავსი ინფორმაციები