აშშ-ი ახალი სანქციები სირიაზე

სირიელ ხალხზე ჯერ ისევ მიმდინარე თავდასხმების გამო, ესადის რეჟიმს ახალი სანქციები დაუწესდა

733883
აშშ-ი ახალი სანქციები სირიაზე

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, მიიღო გადაწყვეტილება, სირიელ ხალხზე ჯერ ისევ მიმდინარე თავდასხმების გამო, ესადის რეჟიმს ახალი სანქციები დაუწესოს.

სანქციის სიაშია, ბეშად ესადის ბიძაშვილის ჩათვლით, ხუთი სირიელი. გარდა ამისა, აშშ-ის შავ სიაში შევიდა დამასკოს დაფუძნებული სამი კომპანია, ერთი ბანკი და ერთი ასოციაცია.

ვაშინგტონის ხელისუფლებამ, აპრილის დასაწყისში, იდლიპზე განხორციელებული ქიმიური თავდასხმის გამო, ემბარგო დაუწესა სირიის რეჟიმთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევების ცენტრის 271 სირიელ პერსონალს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი, გასცა ბრძანება სარაკეტო თავდასხმა განახორციელონ შაირათის ავიო ბაზაზე, საიდანაც ქიმიური თავდასხმისთვის აფრინდნენ თვითმფრინავები. ამით, 2011 წლიდან მოყოლებული სირიის შიდა ომის აქეთ, ამერიკის ხელისუფლებამ პირველად განახორციელა ესადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ჩარევა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ-ი , #სირია , #ახალი , #სანქციები

მსგავსი ინფორმაციები