აფეთქება პიროტექნიკის საწყობში

დაიღუპა 14 კაცი

729461
აფეთქება პიროტექნიკის საწყობში

მექსიკის ქალაქ პუებლას მახლობელ სან ისიდროს დასახლებაში მოქმედ პიროტექნიკის საწყობში აფეთქება მოხდა, რასაც 14 კაცი ემსხვერპლა, 22 კი დაიჭრა.

ხელისუფლების ვარაუდით აფეთქება გამოიწვია 15 მაისის რელიგიური დღესასწაულისათვის მზადების ფარგლებში ამ საწყობში ფეიერვერკის გასროლამ და წინასწარი ცნობებით დაღუპულთაგან 5 ბავშვია.

ამ ქვეყნის დედქალაქ მექსიკაში გასული წლის დეკემბერში ფეიერვერკების მაღაზიაში მომხდარ აფეთქებას 31 ადამიანი შეეწირა, 70 დაშავდა  



მსგავსი ინფორმაციები