თავდასხმა თურქეთის საკონსულოზე

თავდასხმა თურქეთის საკონსულოზე

723772
თავდასხმა თურქეთის საკონსულოზე

ევროპაში ანტი თურქული ქმედებების ბოლო ქმედება შვეიცარიაში მოხდა. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, თურქეთის გენერალურ საკონსულოზე, დაახლოებით 100-მდე ადამიანის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. 1 მაისის მშრომელთა საერთაშორისო დღის ღონისძიებების დროს, ნიღბიანმა 100-მდე ადამიანმა საკონსულოს საღებავები დაუშინეს. მომხდარის შემდეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ საკონსულოს ბინას მატერიალური ზარალი მიადგა. ნიღბიანმა თავდამსხმელებმა საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსის გაჩერებებზე ერდოღანის საწინააღმდეგოდ „მოკალით ერდოღანი“  დაწერეს. თავდასხმის დროს საკონსულოში მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მომხდარის შემდეგ კონსულმა ასიე ნურჯან იფექჩიმ სააგენტო ანადოლუ აჟანსთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ადგილზე სამართალდამცველები იქნენ მობილიზებული და ამჟამად ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.



მსგავსი ინფორმაციები