თავდასხმა მეჩეთზე

თავდასხმა მეჩეთზე

720968
თავდასხმა მეჩეთზე

მაკედონიის ქალაქ გოსტივარში, ისტორიული საათის სახელწოდების მეჩეთის კედელზე  დაუდგენელმა პირებმა საღებავით ჯვარი დახატეს. მომხდარის შესახებ მაკედონიის თურქულმა დემოკრატიულმა პარტიამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თავდასხმა დაუდგენელი პირების მიერ იქნა განხორციელებული. მათ ეს ფაქტი მკაცრად დაგმეს. მათი განცხადებით, ასეთი ქმედება მხოლოდ იმათ ემსახურებათ, რომლებიც რელიგიის და ეროვნების გამოყენებით ხალხებს შორის ზიზღის და შურის გაღვივებას ცდილობენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, გოსტივარში საუკუნეების განმავლობაში ერთად მცხოვრებ ხალხებს შორის მტრული განწყობის დათესვის მსურველები სასწრაფოდ დაადგინოს და შესაბამისი სასჯელი გამოუტანოს,“ ნათქვამია მაკედონიის თურქულ-დემოკრატიული პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  მომხდარს  ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.



მსგავსი ინფორმაციები