საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება

მეორე ტურში ერთმანეთს მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს

718896
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება

საფრანგეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით,  პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა. გუშინდელი არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ ადგილზე ემანუელ მაკრონი 23,7%-ით პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე ადგილზე მარინ ლე პენი, რომელმაც ხმების 21, 7% მიიღო. ქვეყანაში გუშინ გამართული პირველი ტურის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მეორე ტურში, რომელიც 7 მაისს გაიმართება მაკრონი და ლე პენი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პირველი ტურის ოფიციალური შედეგები ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭომ 26 აპრილს ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე უნდა გამოაცხადოს. გუშინდელი არაოფიციალური  შედეგების შემდეგ მაკრონმა პარიზში ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ფრანგების გაერთიანება იქნება. ლე პენმა კი თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ ელისეის სასახლემდის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს.  მეორეს მხრივ საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის France 2 ტელევიზიის  მიერ ჩატარებული ანკეტის მიხედვით მეორე ტურში მაკრონი ხმების  62, ხოლო ლე პენი 38 პროცენტს მიიღებს. მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი ფრანსუა ოლანდისგან პრეზიდენტის სავარძელს 14 მაისამდე გადაიბარებს.



მსგავსი ინფორმაციები