თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 14/ 2017

დიპლომატიური დაძაბულობა თურქეთ-ნიდერლანდებს შორის

708140
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 14/ 2017

 

 

 

     თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 14/ 2017

დიპლომატიური დაძაბულობა თურქეთ-ნიდერლანდებს შორის.

გერმანიის შემდეგ, ახლა ნიდერლანდებში, დიპლომატიური პროცედურების და წესებისთვის მიუღებელი სახით საპრობლემო გახდა თურქეთის ორი მინისტრის, ამ სახელმწიფოში შესვლა და მათთვის შეფერხების შექმნა. გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებთან წარმოქმნილი კრიზისის დონე, შესაძლებლობას ქმნის თურქეთ ევროპას შორის ურთიერთობების სერიოზულ დაძაბულობაზე.  ამ კვირის პროგრამაში სწორედ თურქეთ-ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური დაძაბულობის გაანალიზებას მოვახდენთ.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

        გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებმა ყურადღება არ მიაქციეს რა, დიპლომატიურ პრინციპებს, წესებს და საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციებს, შეფერხება შეუქმნეს და საპრობლემო გახადეს თურქეთის ორი მოქალაქის სახელმწიფოში შესვლას.  ნიდერლანდებში, დიპლომატიური პასპორტით შესული, თურქეთის რესპუბლიკის საოჯახო და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ფატმა ბეთულ საიან ქაიას გაძევება, საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლის ნიდერლანდებში გადაფრენისთვის შეფერხების შექმნა, ატარებს დიპლომატიის ისტორიაში, მრავალსაუკუნოვანი  ტრადიციის დარღვევის დანიშნულებას. ცხადია, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი სკანდალი. ამის ახსნა არ შეიძლება მხოლოდ თურქი მინისტრების იქ მცხოვრებ თურქებთან შეხვედრისთვის შეფერხების შექმნად.

        ამას უფრო სხვა რიგი კომპლექსური მიზეზები გააჩნია. მთავარ მოტივად შეიძლება ჩაითვალოს რეფერენდუმის პროცესში, თურქოფობიის  მომძლავრება და თურქეთის დასუსტების სურვილი.

        დიდი ხანია გააჩნია ევროკავშირს თურქეთის საწინააღმდეგო მიდგომა. ევროპული სახელმწიფოები შეშფოთებით ადევნებენ თვალს თურქეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე  დამოუკიდებელ პოლიტიკას. მაგრამ რატომ, ამის ახსნა-განმარტებაც რთულია. 65 წელია თურქეთს, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს, თავისი წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებაში. 50 წელზე მეტია ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ევროპას არ სურს ევროკავშირში ძლიერი თურქეთის ხილვა. ეს მეტად გასაოცარი სიტუაციაა, მაგრამ ფაქტია.

ამ დროს კი, ძლიერი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის.

ასეთ სიტუაციაში, იბადება კითხვა:-წლების განმავლობაში თურქეთ-ევროკავშირს შორის მიმდინარე და დაუსრულებელი განხილვების პროცესი ხომ არ არის ევროკავშირის დივერსიული ტაქტიკა? როგორც ჩანს დიახ, ეს ნამდვილად ასეა.

        ამ ორივე შემთხვევაში გერმანიის და ნიდერლანდების მიდგომა, გვახსენებს თურქეთისადმი, არა მოკავშირე ქვეყნების, არამედ მტერი სახელმწიფოების დამოკიდებულებას.  500 წლოვანი სამეგობრო ურთიერთობების მქონე ნიდერლანდებთან ასეთ სიტუაციამდე მისვლა, მართლაც დიდ უშანსობად ითვლება.  

სინამდვილეში თურქეთ-ნიდერლანდებს შორის, ორივე სახელმწიფოს სასარგებლო მეტად კარგი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს.

        2016 წელში, თურქეთის ექსპორტმა ნიდერლანდებთან, წლიურად მიაღწია 3,6 მილიარდ დოლარს. კვლავ ამავე წლის მონაცემებით, ნიდერლანდები, თურქეთის ექსპორტის ბაზრებს შორის პირველ ათეულს შორის იკავებს ადგილს.  2016 წელში, ნიდერლანდების ექსპორტში კი, თურქეთის წილი უტოლდება სამ მილიარდ დოლარს. ამავე წლის მონაცემებით, ნიდერლანდებიდან თურქეთში შემოვიდა 718 ათასი ტურისტი. თურქეთიდან ნიდერლანდებში შესული ტურისტების რაოდენობა უტოლდება 88 ათასს.

უშუალო ინვესტიციების დამბანდებელი სახელმწიფოების მონაცემებით, ორ სახელმწიფოს შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთობები.

2016 წელში, თურქეთში დაბანდებული ინვესტიციის 15,8 %-ი წილით, ნიდერლანდები, პირველ ადგილზე არიან.  ასევე ნიდერლანდების მოწინავე ბაზრად ითვლება თურქეთი.

2015 წლიდან, ინვესტიციამ მიაღწია 11,3 მილიარდ დოლარს. ეს გახლავთ, თურქეთის მთლიანი  საგარეო ინვესტიციის 37 %-ი.

ნიდერლანდებს საგარეო ვაჭრობაში გააჩნია თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პოზიცია.  ინვესტიციის და კომპანიების მონაცემებით, ნიდერლანდებს პირველი ადგილი უკავია თურქეთისთვის პარტნიორობის თვალსაზრისით.

ასევე, სერიოზულ დონეზეა ნიდერლანდებში როგორც თურქული ინვესტიციები, ისე, იქ მცხოვრები, მომუშავე თურქები და ურთიერთ ეკონომიკური თანამშრომლობა.

ასეთ დაძაბულ ატმოსფეროში ეკონომიკური დიპლომატიის ჯანსაღი სახით წარმართვა სასარგებლო იქნება ორივე სახელმწიფოსთვის.

        ევროკავშირის დამცველი ცენტრალური პოლიტიკოსები ვერ ჭრიან იმ პარტიების ზრდის საკითხს, რომლებიც თურქულ ისლამური ტენდენციის მტრები არიან და ევროკავშირის საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან.

გერმანიის და ნიდერლანდების მაგალითზე დავინახეთ, რომ მათ, საკითხის გადაწყვეტის გზად მიიჩნიეს თურქულ-ისლამური ტენდენციის საწინააღმდეგო მტერ პარტიებთან დგომა და მათთან თანა კომპანიონობა.

 ასეთი დამოკიდებულება და მიდგომა, კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთისგან თურქეთს და ევროპას. თურქეთში, როგორც ხალხს ისე ხელმძღვანელ პერსონალებს, უწინდელივით აღარ აღელვებთ ევროკავშირში გაწევრიანება. ნიდერლანდების და ევროპის რაციონალური პოლიტიკოსები სასწრაფოდ უნდა მოვიდნენ მოქმედებაში, რათა გამოიხსნან თურქეთი თურქულ-ისლამური სახელმწიფოებისადმი მტრულად განწყობილი პარტიების იპოთეკიდან.

წინააღმდეგ შემთხვევაში, გაიზრდება თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში წარმოქმნილი დაზიანება. მისი გზრდის შემდეგ კი, რთული იქნება ურთიერთობების გამოსწორება.

ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...


საკვანძო სიტყვები: #ჰოლანდია , #თურქეთი , #დაძაბულობა

მსგავსი ინფორმაციები