თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 13/ 2017

უკანასკნელ წლებში, თურქეთ-გერმანიას შორის წარმოქმნილი დაძაბულობით, იზრდება როგორც ევროკავშირს, ისე ორმხრივ ურთიერთობებს შორის დაძაბულობა

703284
თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 13/ 2017

           თურქეთ-ევრაზიის ურთიერთობები : 13/ 2017

უკანასკნელ წლებში, თურქეთ-გერმანიას შორის წარმოქმნილი დაძაბულობით, იზრდება როგორც ევროკავშირს, ისე ორმხრივ ურთიერთობებს შორის დაძაბულობა.  თურქეთისთვის სიურპრიზული აღმოჩნდა გერმანიაში, უბრალო მიზეზებით, სხდომებისთვის შეფერხების შექმნა, რომელსაც თურქი მინისტრები უნდა დასწრებოდნენ. 

 ამ კვირის პროგრამაში გავაანალიზებთ სწორედ თურქეთ-გერმანიას შორის გაზრდილ დაძაბულობას.

გთავაზობთ, ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, საკითხთან დაკავშირებით შეფასებას...

              თურქი მინისტრების, გერმანიაში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრისთვის შეფერხების გამო გამოწვეული უკანასკნელი კრიზისი, სინამდვილეში უფრო ღრმა უთანხმოებებს ეფუძნება. გერმანიის ხსენებული პოზიცია არ გახლავთ ახალი. 2005 წელში, გერმანიის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე ანგელა მერკელის მოსვლის დღიდან, სერიოზული კრიზისების მოწმე შეიქმნა თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები.  გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურმა BND თვითონ აღიარა, რომ 2009 წლიდან  ახდენს თურქეთის დასმენას.

          მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიის პოლიტიკიდან გამორიცხულ იქნა ნაციზმი, მაგრამ სოციალურ სტრუქტურებში კვლავ გაგრძელდა ნაცისტური ტენდენცია. ორი ათასიან წლებში ქსენოფობიური,  თურქულ-ანტი ისლამური  მიმდევრობა უფრო ფეხს გაიდგამს გერმანულ საზოგადოებაში.

გერმანიის, მემარჯვენე და ცენტრალური პოლიტიკური პარტიები, არჩევნებში, უფრო მეტი ხმების მოპოვებისთვის, სწორედ ხსენებული ტენდენციის გამგრძელებლებს ამოიღებენ მიზანში.  ამიტომ არის რომ გერმანიის ყოველ არჩევნებში ვხვდებით ისლამოფობიურ და ანტი ისლამურ რიტორიკებს, რომელიც თანდათან უფრო ძლიერდება.

უკანასკნელ პერიოდში, გერმანული პოლიტიკაში ტრადიციად იქცა თურქეთის სამიზნედ გადაქცევა.

 ისლამოფობიის მომძლავრება და თურქებისადმი თანდათან მტრული მიდგომა, სოციალური სფეროდან პოლიტიკურ სფეროსაც გადაედო და სამწუხაროდ, დღეს იგი გერმანიის სახელმწიფო პოლიტიკად გადაქცევის პირამდეა მისული.

გერმანია, უკანასკნელ დღეებში, თავიანთი, სექტემბრის თვეში გათვალისწინებული არჩევნების ნაცვლად, საუბრობს თურქეთის რეფერენდუმზე და პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანზე. გარდა ამისა შემწეობას უწევს PKK და FETÖ წევრ ტერორისტებს. უკანასკნელ ხანებში, გერმანულ გაზეთებში, ანგელა მერკელის მაგივრად, უფრო დიდი ადგილი ეთმობა ერდოღანს, რაც არ არის გერმანიის, თურქეთისადმი კეთილი განწყობის მაჩვენებელი. გერმანიაში თანდათან ძლიერდება „ერდოღონოფი“, „ისლამოფობი“ და „ქსენოფობი“.

მათი სამიზნე გამხდარა ერდოღანი იმის გამო, რომ იგი წარადგენს თურქეთს, სურს ხელისუფლების ცენტრში მოაქციოს ხალხი და ატარებს ერის ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელ პოლიტიკას,

          გერმანია შეშფოთებას გამოთქვამს ახლო აღმოსავლეთის, ბალკანეთის, კავკასიის, შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის გადამკვეთ ადგილზე მდებარე სტრატეგიულ პოზიციად ქცეული თურქეთის გაძლიერებით.  მართალია, დღეს გერმანია თურქეთის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, მაგრამ ბერლინი ზოგიერთ სფეროებში არ არის კმაყოფილი მისი მეტოქეობით. სტამბოლში შენდება მსოფლიოს ყველაზე დიდი აეროპორტი. რამდენად უკმაყოფილოა ამ მდგომარეობით გერმანია აშკარად არის შესამჩნევი უკანასკნელ 5 წელიწადში. ახალი აეროპორტი იქნება 150 მილიონი მგზავრის ტევადობის. ამით იგი გადაიბარებს ტვირთს, რომელსაც ვერ უძლებს გერმანიის ფრანკფურტის აეროპორტი.

თურქეთის ახალი აეროპორტი გახდება ყველაზე უდიდესი სატრანზიტო სადგური. სტამბოლი გადაიქცევა დინამიურ ცენტრად.

თურქეთი ნაწყენია ევროპელი პოლიტიკოსების, რომლებიც მხარს არ უჭერენ და შეფერხებას უქმნიან 15 აპრილის რეფერენდუმს.            თუ ამას დაემატება გერმანიის პარლამენტის  2016 წლის 2 ივნისის ე.წ. სომხური გენოციდის გადაწყვეტილებით თურქეთისთვის მიყენებულ ჭრილობას, უფრო გასაგები გახდება ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გამწვავების მიზეზი.

ევროპის და გერმანიის აქამდე წარმოდგენილი თვალთმაქცობა და ორპირობა აშკარა გახდა თურქეთის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების დროს, დემოკრატიული წინააღმდეგობის მიმართ გამოჩენილი უარყოფითი დამოკიდებულებით.  საინტერესოს წარმოადგენს ისიც, რომ გერმანია თურქეთის რეფერენდუმზე თავს გრძნობს რეფერენდუმის საწინააღმდეგო რომელიმე პოზიციაზე დგომას. აშკარად უჭერს მხარს „უარის“ კომპანიას, რაც სულაც არ არის გერმანიის საქმე, რადგან მისი გადაწყვეტა ევალება თურქ ხალხს.  

            თუ გერმანიის სექტემბრის არჩევნებს მოვიაზრებთ, ალბათ სექტემბრამდე, უფრო დაიძაბება თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები. თუ გერმანია არ გამოიცვლის თავის მიდგომას, პოლარიზაციულ მდგომარეობამდე მისული თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები თანდათან უფრო დაიძაბება.

          და ბოლოს: მეგობრული და  მჭიდრო თანამშრომლობა სასარგებლოა ორივე სახელმწიფოსთვის. ორივე სახელმწიფოს გააჩნია ისეთი სფეროები სადაც ერთმანეთს საჭიროებენ. მაგრამ დაძაბულობის მუდმივი ზრდა თურქეთზე უფრო საზიანოა გერმანიისთვის. თურქეთი საგარეო პოლიტიკაში ზრდის ალტერნატივებს. რაც არ უნდა იყოს, იქნება თუ არა თურქეთი გერმანიასა და ევროკავშირთან ერთად, მაინც გააგრძელებს თავის გზას. მაგრამ გერმანიის და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თურქოფობიური/ისლამოფობიური დამოკიდებულება, მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირის დასრულებას.

ეს გახლდათ,ათათურქის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეცნიერ თანამშრომელის ჯემილ დოღაჯის, შეფასება...

 

 



მსგავსი ინფორმაციები