ჯოზეფ დანფორდმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჯოზეფ დანფორდმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

679112
ჯოზეფ დანფორდმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსმა, ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობისთვის იმუშავებენ. მან ამის შესახებ ვაშინგტონში ერთ-ერთ ინსტიტუტში „გლობალური საფრთხეები და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები“ სახელწოდების პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით განსაკუთრებით რეგიონალურ საკითხებში თურქეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებას შეეცდებიან, რადგან თურქეთი მათი ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა. გენერალური შტაბის უფროსმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ისინი სირიაში ტერ ორგანიზაცია დეაშის დასამარცხებლად პოლიტიკური და სამხედრო გეგმის დეტალურ პროექტს  თეთრ სახლს შესთავაზებენ. მან ასევე სირიის კრიზისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ტერორისტების გასაწმენდი ოპერაციების დროს რეგიონში ჰუმანიტარულ კრიზისზეც გაამახვილებენ ყურადღებას. ჯოზეფ დანფორდმა სიტყვით გამოსვლისას ასევე სირიის კრიზისის ჟენევაში მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტს ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.



მსგავსი ინფორმაციები