FETÖ-ს ლიდერი ფუტულა გიულენი შესაძლოა თურქეთისთვის იქნა გადაცემული

ტედ მალოხმა განაცხადა, რომ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერი ფუტულა გიულენი შესაძლოა თურქეთისთვის იქნა გადაცემული

676412
FETÖ-ს ლიდერი ფუტულა გიულენი შესაძლოა თურქეთისთვის იქნა გადაცემული

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ევროკავშირის ელჩობის კანდიდატმა ტედ მალოხმა განაცხადა, რომ ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერი ფუტულა გიულენი შესაძლოა თურქეთისთვის იქნა გადაცემული.

პროფესორმა ტედ მალოხმა თურქეთის ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა და FETÖ-ს ლიდერის გიულენის ექსტრადიციასთან დაკავშირებით განაცხადა: „ზაფხულზე (15 ივლისს) მომხდარი მოვლენები, გადატრიალების მცდელობა, ამასთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია გვაქვს. აშშ-მა პროცესის ბოლოს რატომაც არ უნდა განახორციელოს ექსტრადიცია. ობამას ხელისუფლების დროს საჭირო ნაბიჯები არ გადაიდგა. იყო ბრალდები რომ ეს ორგანიზაცია კლინტონის ფონდთან კავშირშია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ტრამპის ხელისუფლებამ შესაძლოა გიულენის ექსტრადიცია მოახდინოს. ამგვარი გადატრიალების მცდელობის უკან მდგომი პირი ჩვენს ტერიტორიაზეა. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. თურქეთმა მოთხოვნა ტრამპის ხელისუფლებასაც უნდა გაუმეოროს.“

მალოხმა ასევე დასძინა, რომ ტრამპი და პრეზიდენტი ერდოღანი „ერთმანეთს კარგად გაუგებენ“ და დაამატა: „ამბობენ, რომ ორ ლიდერს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებები მიმდინარებს. მომდევნო თვეებში შესაძლოა ერთმანეთს შეხვდნენ. ვფიქრობ რომ მათ ხასიათსა და შესაძლებლობებს შორის მსგავსებაა.“

მალოხის განცხადებით, ტრამპს არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური და სამხედრო საკითხებშიც თურქეთის მნიშვნელობა ესმის.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები