მექსიკა აშშ-ის საზღვარზე ასაგები კედლის საფასურს არ გადაიხდის

ნიეტომ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით ორი ქვეყნის საზღვარზე ასაგები კედლის საფასურს არ გადაიხდიან

659444
მექსიკა აშშ-ის საზღვარზე ასაგები კედლის საფასურს არ გადაიხდის

მექსიკის სახელმწიფოს მეთაურმა ენრიკე პენა ნიეტომ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით ორი ქვეყნის საზღვარზე ასაგები კედლის საფასურს არ გადაიხდიან.

ნიეტომ, ტრამპის მიერ მექსიკის საზღვარზე კედლის აგების გადაწყვეტილების ხელმოწერის შემდეგ გავრცელებულ ვიდეო გზავნილში განაცხადა, რომ მექსიკას დაბრკოლებებისა და კედლების არ სჯერა და ტრამპის გადაწყვტილება დაგმო.

„ბევრჯერ ვთქვი, მექსიკა არც ერთი კედლისათვის ფულს არ გადაიხდის“ - აღნისნა ნიეტომ და დაამატა, რომ როგორც სახელმწიფოს მეთაური მექსიკისა და მექსიკელების ინტერესებს დაიცავს.  

მისი თქმით, მექსიკა ამერიკის ხალხს მეგობრობას, მთავრობას კი შეთანხმების სურვილს სთავაზობს.

სახელმწიფოს მეთაურმა ნიეტომ 31 იანვარს ტრამპთან შესახვედრად დედაქალაქ ვაშინგტონში ვიზიტის გაუქმება არ გაუქმების თაობაზე კი განცხადება არ გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიეტოს თეთრ სახლში ვიზიტის გაუქმებისაკენ მოუწოდებენ.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #მექსიკა , #საზღვარი , #კედელი

მსგავსი ინფორმაციები