ამერიკა მექსიკის საზღვარზე კედელს ააშენებს

ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულებებში  სირიაში ბუფერული ზონის ჩამოყალიბებაც არის

659283
ამერიკა მექსიკის საზღვარზე კედელს ააშენებს

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი დონალტ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს მიცემული დაპირებების განხორციელებას არ აგვიანებს. ახალმა პრეზიდენტმა მექსიკის საზღვართან ასაშენებელი კედლის პირობა შეასრულა. თეთრი სახლიდან გაკეთებული განცხადების თანახმად, ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების ბრძანებას ხელი მოაწერა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კედლის აშენების მიზანი არალეგალური გზით ქვეყანაში შესვლის აღკვეთაა. აღნიშნულ ბრძანებაზე მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუის ვედეგარაის აშშ-ში განსახორციელებელი ვიზიტის წინ ხელის მოწერამ დიდი ყურადღება მიიპყრო. მეორეს მხრივ მექსიკის პრეზიდენტის პენა ნიეტოსა და ტრამპს შორის შეხვედრა 31 იანვარს გაიმართება.   ნეოტომ მიმდინარე კვირის სამშაბათ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალ მთავრობასთან მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. მან ასევე აღნიშნა, რომ მის ქვეყანას აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და არგენტინის და ბრაზილიის მსგავსად უფრო მეტად ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება სურს. ამის პარალელურად ტრამპის მიერ სირიელი ხალხის დასაცავ ბრძანებულების ხელმოწერასაც ვარაუდობენ. ამერიკის მედიის ინფორმაციით, ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულებებში  სირიაში ბუფერული ზონის ჩამოყალიბებაც არის. განკარგულებაში ასევე აშშ-ს თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სირიაში და მისი მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხების გეგმის სამ თვეში მომზადებას ითვალისწინებს.



მსგავსი ინფორმაციები