ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობების შესრულება დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობების შესრულება დაიწყო

659212
ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობების შესრულება დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობების შესრულება დაიწყო.

ახალმა პრეზიდენტმა მექსიკის საზღვარზე "კედლის" პირობაც შეასრულა.

თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების მიხედვით ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის აგების ბრძანებას მოაწერა ხელი.

განცხადებაში ნათქვამია რომ "ეს ქვეყანაში არალეგალური შესვლის აღკვეთისათვის გადასადგმელი ნაბიჯებიდან პირველია."

თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით კედელი "აშშ-ში დანაშაულსა და არალეგალურ მიგრაციას" შეამცირებს.

საყურადღებოა რომ ხელმოწერა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

მექსიკის სახელმწიფოს მეთაური პენა ნიეტო კი ტრამპს 31 იანვარს შეხვდება.

ნიეტომ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ამერიკის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობის მომავალზე მიანიშნა.

მექსიკის ლიდერმა აღნიშნა რომ ეკონომიკის აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება სურთ და ბრაზილიისა და არგენტინის მსგავს ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გადახალისება მოხდება.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #მექსიკა , #დონალდ ტრამპი , #კედელი

მსგავსი ინფორმაციები