აშშ-ში უამინდობის გამო 16 ადამიანი დაიღუპა

ჯორჯიის, მისისიპის, ფლორიდისა და ალაბამას შტატებში ქარიშხალის, ძლიერის წვიმებისა და ტორნადოს გამო რამდენიმე შენობა დაინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

657022
აშშ-ში უამინდობის გამო 16 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში უამინდობის გამო 16 ადამიანი დაიღუპა.

ჯორჯიის, მისისიპის, ფლორიდისა და ალაბამას შტატებში ქარიშხალის, ძლიერის წვიმებისა და ტორნადოს გამო რამდენიმე შენობა დაინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ჯორჯიის შტატში არიან ასევე დაშავებულები და ბევრ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მისისიპში დაახლოებით 500 სახლი დაზიანდა, ალაბამას შტატში კი 29 ათასი აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის სამხრეთში უამინდობის გამო 5 მილიონამდე ადამიანი რისკის ქვეშ იმყოფება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯორჯიის გუბერნატორს ნათან დილსა და ფლორიდის გუბერნატორს რიკ სკოტს ტელეფონით დაუკავშირდა, სამძიმარი გამოუცხადა და დახმარების პირობა მისცა.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #უამინდობა , #მსხვერპლი

მსგავსი ინფორმაციები