21 იანვარი ისტორიაში

21 იანვარი ისტორიაში

423979
21 იანვარი ისტორიაში

21 იანვარი ისტორიაში

1522 წლის 21 იანვარს ოსმალეთმა როდოსი დაიპყრო. 1522 წლის 5 ივნისს 300 გემით ჩობან მუსტაფა ფაშას სარდლობით დაძრულმა ოსმალეთის ფლოტმა, 24 ივნისს როდოსის სანაპიროებთან მიაღწია და ციხიდან 4 მილის დაშორებით ჩაუშვა ღუზა. 1 აგვისტოს კი დაიწყო ბრძოლა როდოსის ასაღებად. ოსმალეთის სახელმწიფომ ამ ლაშქრობის დროს ანატოლიის სანაპიროებზე ბოდრუმის, აიდოსის, ლეროსის, სომბეკის, კალიმნოსის, ლიმონსას კუნძულები და თაჰთალის ციხე აიღო. ამგვარად, ბოდრუმის ჩათვლით, როდოსის ციხე და 12 კუნძული იგდეს ხელთ. ბოდრუმის აღება ანატოლიის ისტორიის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო, რადგანაც ეს ტერიტორია ანატოლიაში ქრისტიანების ხელთ დარჩენილი ერთადერთი ადგილი იყო.

1793 წლის 21 იანვარს მეფე ლუი მეთექვსმეტე საფრანგეთის საბრძოლო გეგმების უცხოური ქვეყნებისათვის გადაცემის და სამშობლოს ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. იგი კონვენციის მეჯლისმა 337 ხმით 334-ის წინააღმდეგ დამნაშავედ სცნო და მისი სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 1793 წლის 21 იანვარს ლუი მეთექვსმეტის მეუღლე მარია ანტუანეტა პარიზში გილიოტინაზე აიყვანეს. ~

1976 წლის 21 იანვარს კონკორდის თვითმფრინავმა რეისების შესრულება დაიწყო. პირველი მოგზაურობა ერთდროულად დაიწყო ორი აეროპორტიდან ინგლისურმა ავიახაზებმა British Airways-მა ჰიტროუ-ბაჰრეინის, ხოლო ფრანგულმა Air France-მა რესი პარიზი-რიო დეჟანეირო შეასრულა.

2000 წლის 21 იანვარს თურქმენეთში თურქმენეთ-თურქეთის ძმობის დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყეს. პრეზიდენტმა საფარმურატ თურქმენბაშმა, რომელმაც თურქმენეთ-თურქეთის ძმობის დღესასწაული დააწესა, განაცხადა, რომ ამით ახალი ფურცელი გადაშალა ორი ქვეყნის ურთიერთობებში.


საკვანძო სიტყვები: #ისტორიაში დღეს , #ისტორია , #იანვარი

მსგავსი ინფორმაციები