რუსმა დიპლომატებმა ოჯახებთან ერთად ვაშინგტონი დატოვეს

აშშ-ში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულმა 35 რუსმა დიპლომატმა ოჯახებთან ერთად კერძო თვითმფრინავით ვაშინგტონი დატოვა

642497
რუსმა დიპლომატებმა ოჯახებთან ერთად ვაშინგტონი დატოვეს

აშშ-ში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებულმა 35 რუსმა დიპლომატმა ოჯახებთან ერთად კერძო თვითმფრინავით ვაშინგტონი დატოვა.

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მოვალეობის შესრულების დაწყების შემდეგ გამოაცხადებენ აღნიშნულ ნაბიჯს როგორ პასუხს გასცემენ.

ბარაკ ობამას ხელისუფლებამ, რომელმაც რუსეთი ამერიკის არჩევებში კიბერ შეტევით ჩარევაში დაადანაშაულა, ამერიკაში რუსეთის ორი ორგანიზაცია დახურა.

ტრამპის მიერ თეთრი სახლის პრესსპიკერად დანიშნულმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ პროპორციული ქმედება არ იქნა განხორციელებული.

სპაისერმა ასევე აღნიშნა, რომ წარსულში ჩინელმა ჰაკერებმა ამერიკის სახელმწიფო დაწესებულებების ყველა თანამშრომლის პირადი მონაცემები მოიპარეს, მაგრამ ჩინეთის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯი გადადგმული არ ყოფილა.

ტრამპმაც განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის ჩათვლით დემოკრატიული პარტიის წევრების ელექტრონული ფოსტის ხელში ჩაგდებაში რუსეთის როლის თაობაზე ეჭვები აქვს.

მან ასევე დაძინა, რომ ხელთ არსებულ ინფორმაციას სამშაბათს ან ოთხშაბათს გამოქვეყნებს.

დონალდ ტრამპის პრესსპიკერმა ობამას ხელისუფლება არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა.



მსგავსი ინფორმაციები